2017-03-30
933
3
1


ამოცანა

ვირუსი აზიანებს კომპიუტერის მეხსიერებას. ერთ წამში მან გაანადგურა ნახევარი მეხსიერება, ორ წამში - დარჩენილი ნაწილის მესამედი, სამ წამში - იმის მეოთხედი, რაც გადარჩა, ოთხ წამში - დარჩენილი ნაწილის მეხუთედი. ამ დროს ამოქმედდა ანტივირუსი. კომპიუტერის მეხსიერების რა ნაწილი გადარჩა?

ამოხსნა

ვირუსმა ერთ წამში გაანადგურა კომპიუტერის ნახევარი მეხსიერება, ანუ ½ ნაწილი. დარჩა ½ ნაწილი.

ორ წამში გაანადგურა დარჩენილის (1/2) მესამედი, ანუ
½ . 1/3 = 1/6;

სამ წამში იმის მეოთხედი რაც გადარჩა (1/2 - 1/6 = 1/3) ანუ
1/3 . 1/4 = 1/12;

ოთხ წამში დარჩენილის (1/3 - 1/12 = 1/4) მეხუთედი ანუ
1/4 . 1/5 = 1/20.

გადარჩა 1/4 - 1/20 = 1/5

პასუხი: გადარჩა 1/5 ნაწილი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

სასკოლო სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

სახელი: ელე

დრო: 2020-08-12

კომენტარი: ვეძებდი ამ ამოცანას, მადლობაააა❤️❤️❤️❤️❤️❤️

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04