პროექტის მთავარი ამოცანა - მოსწავლეები ამუშავებენ მათემატიკურ თემებს ან ირჩევენ საინტერესო ამოცანას, შეისწავლიან საიტის ადმინისტრირების ფუნქციებს და თვითონ განათავსებენ გამზადებულ მასალას საიტზე სამართავი პანელიდან.

პროექტის აქტუალობა - პროექტის თემა ძალიან აქტუალურია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. მოსწავლეები გაეცნობიან საიტის მომხმარებლის მხარის გარდა (რომელსაც უკვე იცნობენ საიტების გამოყენებით) მის შიდა სერვერის მხარეს და წარმოდგენა შეექმნებათ საიტის ფუნქციონლურ მუშაობაზე.

პროექტის მიზანი - მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ საიტის მუშაობასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საიტის მართვა - ადმინისტრირება.

მონაწილეთა ასაკი - პროექტში მონაწილეობენ მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები.

ამოცანები და განხორციელების გზები

ამოცანის აღწერა - მთავარი ამოცანის პირველი ეტაპი მოიცავს მოსწავლეების მიერ თემების დამუშავებას / საინტერესო ამოცანის მოძიებას და ამოხსნას, ამისათვის კლასებში ჩატარდა ინფორმაციული საუბრები პროექტთან დაკავშირებით და არჩეულ იქნა თემები / ამოცანები. თემები და ამოცანები არჩეულია მათემატიკის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამიდან და მიზნათ ისახავს ცოდნის განმტკიცებას და ახალი ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა წყაროებიდან მაგალითად: ინტერნეტი, კლასგარეშე წიგნები და სხვა. მეორე ეტაპი მოიცავს ვებ ტექნოლოგიების გაცნობას.

მოსწავლეების მიერ არჩეული თემები / ამოცანები

პროექტი - 2017

პროექტი - 2018

პროექტი - 2019

ძირითადი აქტივობები

როგორ განვათავსოთ ინფორმაცია საიტზე საკუთარი ხელებით

  1. ინფორმაცია საიტის მუშაობის შესახებ - სერვერი;
  2. საიტის სამართავი პანელი;
  3. მასალის მომზადება საიტზე დასადებად;
  4. მასალის განთავსება საიტზე.

საჭირო დრო - პროექტის განსახორციელებლად საჭიროა სამი თვე, პირველ თვეს მოხდება თემების / ამოცანების დამუშავება შესწორება და გამართვა საჭირო დონეზე, ხოლო შემდეგი ორი თვე მეცადინეობა ჩატარდება ცალკეულ ჯგუფებთან პროექტის ხელმძღვანელის ბინაზე.

საჭირო რესურსი - ტექნიკა - კომპიუტერები 5, პროექტორი, დომენი (ქვედომენი), საიტი, სერვერი - სამუშაოდ კომპიუტერის შიგა სერვერი გამოიყენება და შემდეგ გამზადებული საიტი აიტვირთება სერვერზე ინტერნეტში.

ყველა საჭირო რესურსი ეკუთვნის პროექტის ხელმძღვანელს.

სამუშაოდ გამოსაყენებელი საიტის ძრავი დამზადებულია პროექტის ხელმძღვანელის მიერ.

შედეგის ამსახველი მასალა - გამზადებული მათემატიკური თემები და ამოცანები - ამოხსნებით განთავსებული საიტზე პოსტების სახით.

მოსალოდნელი შედეგი - პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ინტერნეტში იქნება სრულფასოვანი საიტი, რომელზეც იქნება განთავსებული მათემატიკური თემები / ამოცანები მოსწავლეების მიერ, აგრეთვე მათი მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა და ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ჯერ მათემატიკის საგანში და შემდეგ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. სამომავლოდ მათთვის უკვე აღარ იქნება გამოცანა თუ რა არის საიტი და როგორ მუშაობს.

ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა მიიღეს ინტერნეტში მასალის განთავსების პრაქტიკა და უნარჩვევა. აღნიშნული მასალა მოეხმარება მოსწავლეებს სასწავლო მასალის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებაში. აგრეთვე უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, აფასებს, აანალიზებს, იკვლევს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. უმაღლდება თვითშეფასება.

შეფასების კრიტერიუმები
ცუდი (4-5) საშუალო (6-7) კარგი (8-9) ძალიან კარგი (10)
ვერ შეძლო არჩეული დავალების შესრულება. ვერ გაერკვია ვებ ტექნოლოგიებში. ვერ მიხვდა ადმინისტრატორის ფუნქციების მნიშვნელობას. არჩეული დავალების შესრულებისას დასჭირდა დახმარება. ნაწილობრივ შეძლო ვებ ტექნოლოგიებში და ადმინისტრატორის ფუნქციებში გარკვევა, ინფორმაციის განთავსება საიტზე დახმარების გარეშე ვერ შეძლო. კარგად შეასრულა არჩეული დავალება, გაერკვია ვებ ტექნოლოგიებში და ადმინისტრატორის ფუნქციებში, თავად მოახერხა ინფორმაციის დადება საიტზე. ძალიან კარგად შეასრულა დავალება, ძალიან კარგად აითვისა ვებ ტექნოლოგიები და ადმინისტრატორის ფუნქციები, ადვილად და სწრაფად შეძლო ინფორმაციის განთავსება საიტზე.

მოსწავლეთა მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა და მიღებული შეფასებები

პროექტი - 2017

პროექტი - 2018

პროექტი - 2019


პროექტი შემდგომშიც გააგრძელებს მუშაობას.


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის email - web@sites.ge

პროექტის საიტი - http://project.sites.ge





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2022-04

2019-05

2019-04