



ბლეზ პასკალი დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში. მამა - ეხიენ პასკალი თავისი დროის მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და ლინგვისტი, დედა - ანტუანეტა ბეგონი, სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალი. ჰყავდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც შემდგომში ცოლად გაყვა ბლეზის მეგობარს, თანამზრახველსა და თანამოაზრეს ფლორენ პერიეს და ჟაკლინი რომელიც თავისი ძმის ზეგავლენით მონაზვნად აღიკვეცა. სამი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მთლიანად თავზე აიღო მამამ. საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.
10 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი მეცნიერული შრომა "ტრაქტატი ბუნების " შესახებ. 12 წლისამ მან დაამტკიცა გეომეტრიის ბევრი თეორემა. 18 წლის ასაკში შექმნა პირველი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო 23 წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს მასა აქვს.
პასკალმა აღმოაჩინა კანონი სითხეებისთვის და აირებისთვის, რომელიც ფიზიკაში პასკალის კანონის სახელითაა შესული.
წყარო
ინტერნეტი
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები