



ამოცანა
ვახტანგ გორგასლის გამეფების თარიღის შესაბამისი რიცხვისა და გამეფებისას მისი ასაკის შესაბამისი რიცხვის კვადრატის სხვაობა 4-ით ნაკლებია მათს საშუალო არითმეტიკულზე. თუ ამ რიცხვების ჯამს გავყოფთ მათსავე სხვაობაზე, განაყოფში მივიღებთ 1-ს და ნაშთში 30-ს. იპოვეთ ეს რიცხვები.
ამოხსნა
ვთქვათ ვახტანგ გორგასლის გამეფების წელი x-ია, ხოლო მისი ასაკი y.
ამოცანის პირობის თანახმად თუ ამ რიცხვების ჯამს გავყოფთ მათსავე სხვაობაზე, მივიღებთ 1-ს და ნაშთს 30-ს, ესე იგი
x + y = x - y + 30
2y = 30
y = 15
მაგრამ ამოცანის პირობის თანახმად გამეფების წლის და წლოვანების კვადრატის სხვაობა 4-ით ნაკლებია, ვიდრე მათი საშუალო არითმეტიკული, ამიტომ ვწერთ:
x -y2 =( x + y)/2 - 4
2x - 450 = x + 15 - 8
2x - x = 450 + 15 - 8
x = 457
პასუხი: გამეფების წელი 457 და მისი ასაკი 15 წელი.
წყარო
გურამ ჩაჩანიძე-"ალგებრა და საქართველოს მატიანე"
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები