2017-04-03
1035
0
0


ამოცანა

ვახტანგ გორგასალის გარდაცვალებისა და დაბადების თარიღების სხვაობა 7 13/15 - ჯერ ნაკლებია ამავე თარიღების საშუალო არითმეტიკულზე. იპოვეთ ეს თარიღები, თუ ვახტანგ გორგასალი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.

ამოხსნა

ვთქვათ გარდაცვალების წელი არის x, ხოლო დაბადების წელი y. რადგან 60 წლის ასაკში გარდაიცვალა შეგვიძლია დავწეროთ:

x-y = 60 = > x = y+60

ამოცანის პირობის თანახმად გარდაცვალების და დაბადების წლებს შორის სხვაობა 7 13/15 - ჯერ ნაკლებია, ვიდრე მათი საშუალო არითმეტიკული, ამიტომ

(x-y).(7 13/15) = (x+y)/2 ჩავსვათ x-ის მაგივრად y+60, მივიღებთ:

(y+60-y).(7 13/15) = (2y + 60)/2

Y+30 = 60.(118/15)

y=472-30

y=442

x=442+60=502

პასუხი: მივიღეთ ვახტანგ გორგასალის დაბადების წელი 442 და გარდაცვალების 502 წელი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

გურამ ჩაჩანიძე - "ალგებრა და საქართველოს მატიანე"

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04