2017-04-03
1057
1
0


ამოცანა

ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-3 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს პირველმა მეფემ, ფარნავაზმა, რომელიც გამეფდა 27 წლის ასაკში, შექმნა ქართულ ანბანზე დაფუძვნებული "მწიგნობრობა ქართული". რამდენ წელს იმეფა ფარნავაზმა და რა ასაკში გარდაიცვალა იგი, თუ მისი მეფობის ხანგრძლივობის და ასაკის აღმნიშვნელი ორნიშნა რიცხვების ციფრთა ჯამი ტოლია ერთმანეთის და უდრის 11-ს, ხოლო მეფობის ხანგრძლივობის აღმნიშვნელი რიცხვის ათეულების ციფრი 4-ით მეტია ასაკის აღმნიშვნელი რიცხვის ერთეულების ციფრზე?

ამოხსნა

ვინაიდან მეფობის და ასაკის აღმნიშვნელი ორნიშნა რიცხვების ციფრთა ჯამი ტოლია და უდრის უდრის 11-ს გვაქვს ვარიანტები.

9 - 2

8 - 3

7 - 4

6 - 5

აქედან მეფობის ხანგრძლივობის ათეულების ციფრი წლოვანების ერთეულების ციფრზე მეტი უნდა იყოს 4-ით და ამას აკმაყოფილებს მხოლოდ ორი წყვილი, ესენია:

9 - 2; 6 - 5 და 7 - 4; 8 - 3.

ვინაიდან გამეფდა 27 წლის ასაკში, ამიტომ გარდაცვალების და წლოვანების აღმნიშველ რიცხვებს შორის სხვაობა უნდა იყოს 27, ამ პირობას აკმაყოფილებს წყვილი:

9 - 2 და 6 - 5.

პასუხი: ფარნავაზ მეფემ იმეფა 65 წელი და გარდაიცვალა 92 წლის ასაკში.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

გურამ ჩაჩანიძე - "ალგებრა და საქართველოს მატიანე"

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04