2017-03-30




ამოცანა
ნიკამ და ქეთიმ უნდა შეღებონ ფირმის ოფისის კედლები. ერთად ამ სამუშაოს შესასრულებლად მათ სჭირდებათ 3 ¾სთ. მხოლოდ ქეთი ამ სამუშაოს შეასრულებს 6 საათში. რა დრო დასჭირდება ნიკას სამუშაოს შესასრულებლად?
ამოხსნა
ვთქვათ ნიკა მთელ სამუშაოს ასრულებს x საათში, მაშინ ის ერთ საათში შეასრულებს 1/x ნაწილს, ქეთი კი 1/6. ორივე ერთად შეასრულებენ
1:3 ¾=4/15.
შევადგინოთ განტოლება და ამოვხსნათ:
1/x + 1/6 = 4/15
(6+x)/6x = 4/15 (ჯვარედინი გამრავლება)
4.6x = (6+x).15
24x = 90 + 15x
24x - 15x = 90
9x = 90
x = 90:9
x = 10
პასუხი: ნიკას სამუშაოს შესასრულებლად დასჭირდება 10 სთ.
წყარო
სასკოლო სახელმძღვანელო
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
სახელი: H
დრო: 2018-11-16
კომენტარი: წარმატებებიიი❣️❣️❣️❣️