2018-05-13
1251
0
0


ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში გაუსი მათემატიკოსთა პრინცის ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ რიცხვთა ჯამი 1 დან 100 მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. ასეთი წყვილი კი სულ 50-ია. ასეთი მსჯელობით მან ძალიან სწრაფად მიიღო საბოლოო შედეგი 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.

გაუსი წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით, დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში), სადაც ის 1792-1795 წლებში სწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად, ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. 1795-1798 წლებში გაუსი სწავლობდა მეტინგენის უნივერსიტეტში.

1796 წელი გაუსისთვისაც და რიცხვთა თეორიისთვის ყველაზე პროდუქტიული წელიწადი იყო. ამ წლის 30 მარტს მან ჰეფტაგეკანგონის აგების წესი, ხოლო 8 აპრილს კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი მათემატიკოსებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულურ არითმეტიკაში. 31 მაისს მიღებული მარტივ რიცხვთა თეორემა საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ როგორ არის მარტივი რიცხვები განაწილებული რიცხვთა წრფეზე.

1799 წელს ჰელმსტენდის უნივერსიტეტში 22 წლის მათემატიკოსი დოცენტურას იღებს ბრაუნშვაიგში, 1807 წელს მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრისა და ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობას გეტინგენის უნივერსიტეტში. ამ თანამდებობაზე იყო ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.

პირადი ცხოვრება

გაუსის პირადი ცხოვრება დაჩრდილა მისი უზომოდ საყვარელი პირველი მეუღლის, იოჰანნა ოსტჰოფის, ნაადრევმა გარდაცვალებამ 1809 წელს, რასაც მალე მისი ერთ-ერთი შვილის, ლუისის უეცარი სიკვდილიც მოჰყვა. ამ უბედურების შედეგად გაუსი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რისგანაც საბოლოოდ ვერასდროს განიკურნა. მან ხელმეორედ იქორწინა, მისი პირველი მეუღლის მეგობარზე - ფრიდერიკა ვილჰელმინ ვალდეკზე (მინნა), თუმცა მეორე ქორწინება არც თუ ისე ბედნიერი გამოდგა. 1831 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მეორე მეუღლის გარდაცვლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ტერეზა, ოჯახის მოვლას საკუთარ თავზე იღებს. დედამისიც მასთან ერთად ცხოვრობდა 1817 წლიდან გარდაცვალებამდე (1839).

გაუსს ექვსი შვილი ჰყავდა, სამ-სამი თითოეული მეუღლისაგან. შვილებიდან ვილჰელმინა იყო ყველაზე ახლოს მამასთან, თუმცა ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

წვლილი მათემატიკაში

გაუსის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია პრობლემატიკის არაჩვეულებრივი სიფართოვე, ღრმა ორგანული კავშირი თეორიულ და გამოყენებით მათემატიკას შორის. მისმა შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ალგებრის, დიფერენციალური გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის, მსოფლიო მიზიდულობის თეორიის, ელექტრობისა, მაგნეტიზმის კლასიკური თეორიის, გეოდეზიის, თეორიული ასტრონომიის მრავალი დარგის განვითარებაზე. მართალია თვითონ გაუსს არ მიუღია მონაწილეობა მათემატიკური ანალიზის მკაცრი დაფუძნების დამუშავებაში (ამ საკითხს მაშინ ოგიუსტენ ლუი კოში იკვლევდა), მაგრამ მისმა შრომებმა მათემატიკის მრავალ დარგში გაზარდა მოთხოვნილება დამტკიცებათა ლოგიკური სიზუსტისადმი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2022-04

2019-05

2019-04