2017-04-03
1048
3
0


ამოცანა

გლეხმა  ბაზარში  გასაყიდად  კვერცხები  მიიტანა. პირველ მყიდველს  კვერცხების  ნახევარი  და  დამატებით  1  კვერცხი  მიყიდა, მეორეს - დარჩენილის  ნახევარი  და  კიდევ  1  კვერცხი. მესამეს - დარჩენილის  ნახევარი  და  კიდევ  1  კვერცხი. ამის  შემდეგ  გლეხს  10  კვერცხი  დარჩა.  რამდენი  კვერცხი  მიიტანა გლეხმა ბაზარში გასაყიდად?

ამოხსნა

ამოცანა ამოვხსნათ უკუსვლით.

გლეხს თუ დარჩა 10 კვარცხი, მაშინ 10-ს უნდა მივუმატოთ 1 და გავამრავლოთ 2-ზე:

(10+1).2=22

ახლა 22 უნდა დავუმატოთ 1 და გავამრავლოთ 2-ზე:

(22+1).2=46

ახლა 46 უნდა დავუმატოთ 1 და გავამრავლოთ 2-ზე:

(46+1).2=94

პასუხი: გლეხს თავდაპირველად ჰქონდა 94 კვერცხი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

სასკოლო სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04