2019-04-17
237
0
0


პირობით დამოკიდებული წინადედება გადმოგვცემს პირობას, რომელზეც არის დამოკიდებული იმის შესრულება, რაც მთავარ წინადადებაშია ნათქვამი. პრობით წინადადებას შეიძლება დავუსვათ კითხვა: რა შემთხვევაში? რა პირობებში? მაგ: ნანაც გააკეთებს ამას, თუ დედა დაეხმარება. რა შემთხვევაში გააკეთებს ნანა ამას? პასუხი დამოკიდებულ წინადადებაშია თუ დედა დაეხმარება. დამოკიდებულ წინადადებას მთავართან აერთებს: რომ, თუ, თუკი.

პრობითი წინადადებების ერთ-ერთი ნიმუშია: "თუ გამოიდარა მაშინ წავალ სანადიროდ". მთავარი წინადადებაა - "მაშინ წავალ სანადიროდ". ის შესრულდება მხოლოდ გარკვეული პირობით, შედეგია გარკვეული ვითარებისა (გამოდარებისა), რომელიც დამოკიდებულ წინადადებაშია გადმოცემული.

ახლა სხვა ტიპის წინადადება განვიხილოთ: "თუ არ გამოიდა, მაინც წავალ სანადიროდ".

აქ, სწორედ რომ გამორიცხულია ის პირობა, რომელიც სხვა შემთხვევაში ხელის შემშლელი იქნებოდა მთავარ წინადადებაში გამოთქმული დებულებისთვის: "მაინც წავალ სანადიროდ".

ისიც ავღნიშნოთ, რომ მხატრულ ნაწარმოებებში პირობით დამოკიდებულ წინადადებაში შეიძლება "თუ" კავშირის ნაცვლად "თუკი" კავშირი იყოს.

აი პირობითი წინადადების კიდევ რამდენიმე ნიმუში:

"თუ ზეთი გამოელია, რას გაანათებს ლამპარი".

აკაკი

"თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა".

ილია

"თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი".

დავით გურამიშვილი

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი, სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 66

კომენტარი სულ: 5

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2019-06

2019-04

2018-05