2017-03-30
959
1
1


ამოცანა

ერთ ტუმბოს ქვაბულის წყლის ამოტუმვა 36სთ-ში შეუძლია, მეორეს - 2-ჯერ უფრო სწრაფად . მას შემდეგ რაც ერთად მუშაობისას ორივე ტუმბომ მთელი სამუშაოს 1/3 ნაწილი შეასრულა, დარჩენილი წყალი ამოტუმბა პირველმა ტუმბომ. რა დრო დასჭირდა ქვაბულის წყლის ამოტუმბვას?

ამოხსნა

პირველ რიგში უნდა გავიგოთ თუ მეორე ტუმბო რამდენ საათში ასრულებს სამუშაოს. ამისათვის 36 უნდა გავამრავლოთ ½ - ზე რადგან მეორე 2-ჯერ სწრაფად ასრულებს სამუშაოს.( გამრავლებული ½ -ზე იგივეა რაც გაყოფილი 2-ზე) 36 . ½ = 18სთ.

ახლა უნდა გავიგოთ ორივე ერთად მთელ სამუშაოს რამდენ საათში ასრულებს. ამისათვის უნდა შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

1/36 + 1/18 = 1/12

ახლა 1 მთელი უნდა გავყოთ ერთ მეთორმეტედზე:

1 : 1/12 = 12

ორივე ტუმბო ქვაბულს ავსებს 12სთ-ში მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მათ ერთად მხოლოდ სამუშაოს შესრულების დროის 1/3 ნაწილი იმუშავეს, ამიტომ 12 უნდა გა ვამრავლოთ 1/3 ( იგივეა რაც გავყოთ 3-ზე). 12 . 1/3 = 4 დაგვრჩა 2/3. სამუშაოს დანარჩენი ნაწილი შეასრულა პირველმა ტუმბომ ანუ 2/3 ნაწილი. 36 უნდა გავა- მრავლოთ 2/3-ზე რომ გავიგოთ სამუშაოს დარჩენილი ნაწილი რამდენ სთ-ში შეასრულა პირველმა ტუმბომ:

36 . 2/3 = 12 . 2/1 = 24.

4სთ არის 1/3 ხოლო 24სთ არის 2/3.

სულ: 4 + 24 = 28სთ.

პასუხი: მთლიანი სამუშაოს შესრულებას სჭირდება 28 საათი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

სასწავლო სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

სახელი: ELE

დრო: 2018-02-24

კომენტარი: ამ საიტზე ყველაფერი რა კარგადაა გაკეთებული

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 8

არქივი

2022-04

2019-05

2019-04