2017-04-01




ამოცანა
თქვენ გაქვთ თოკის ორი მონაკვეთი. თითოეული ისეთია, რომ როცა მოუკიდებთ ცეცხლს, ერთი ბოლოდან იწვება 60 წუთის განმავლობაში.
შეკითხვა: თქვენ გაქვთ ასანთის ერთი კოლოფი, როგორ უნდა გაზომოთ ასეთი თოკის ორი მონაკვეთის მეშვეობით 45 წუთი?
ამოხსნა
პასუხი: ერთ მონაკვეთს ცეცხლს ორი ბოლოდან ვუკიდებთ, ამავდროულად, მეორე მონაკვეთსაც ვუკიდებთ ცეცხლს, თუმცა მხოლოდ ერთი ბოლოდან. როდესაც პირველი მონაკვეთი დაიწვება ბოლომდე, გავა 30 წუთი, ხოლო მეორისგან ამ დროს 30 წუთი დარჩება. შემდეგ მას ვუკიდებთ ცეცხლს ორივე ბოლოდან ერთდროულად და ვიღებთ 15 წუთს.
წყარო
ინტერნეტი
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები