2017-04-03
1114
3
2


ამოცანა

გამყიდველმა პირველ დღეს გაყიდა გასაყიდი ქსოვილის ნახევარი და, დამატებით, 1/2 მეტრი. მეორე დღეს - დარჩენილის 1/3 და  კიდევ 1/3 მეტრი, მესამე დღეს - დარჩენილის 1/4 და  კიდევ  1/4 მეტრი. ამის  შემდეგ გამყიდველს  8  მეტრი  ქსოვილი  დარჩა. რამდენი მეტრი  ქსოვილი  გაყიდა  გამყიდველმა  სამივე  დღეს?

ამოხსნა

ამოცანა ამოვხსნათ უკუსვლით.

სამი დღის განმავლობაში გაყიდული ნაჭრის შემდეგ დარჩა 8 მეტრი და ბოლოს მიცემული 1/4 მეტრი. ამიტომ (8+1/4) ყოფილა 3/4 ნაწილი, ვწერთ:

(8+1/4):3/4=8 1/4 :3/4 = (33.4)/(4.3) = 11

გავიგეთ რომ მეორე მყიდველთან გაყიდული საქონლის შემდეგ მას დარჩა 11 მეტრი ქსოვილი და კიდევ 1/3 მეტრი. ამიტომ: (11 + 1/3) ყოფილა 2/3 ნაწილი, ვწერთ:

(11 + 1/3):2/3 = (34.3)/(3.2) = 17

მივიღეთ რომ პირველ მყიდველს შემდეგ დარჩა 17 მეტრი ქსოვილი და 1/2 მეტრი. ამიტომ (17 + 1/2) არის 1/2 ნაწილი, ამიტომ:

(17 + 1/2):1/2 = (35.2)/2 = 35

35 - 8 = 27

გამყიდველმა სამივე დღეს გაყიდა 27 მეტრი ქსოვილი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

სასწავლო სახელმძღვანელო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

სახელი: ლაშა

დრო: 2018-05-06

კომენტარი: გაიხარე მოხარული ვარ ჩემი ცოდნით რომ დაგეხმარე

სახელი: Maria

დრო: 2018-03-09

კომენტარი: Madloba

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2022-04

2019-05

2019-04