2018-05-04
2014
3
0


მათემატიკაში პითაგორას თეორემა არის ურთიერთ დამოკიდებულება ევკლიდეს გეომეტრიაში მართკუთხა სამკუთხედის სამ გვერდს შორის. თეორემას სახელი ბერძენი მათემატიკოსის გამო დაერქვა, რომელმაც პირველად დაამტკიცა მისი მართებულობა.

თეორემა შემდგომში მდგომარეობს:

ნებისმიერ მართკუთხა სამკუთხედში, კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი ჰიპოტენუზის ტოლია უდრის დანარჩენ ორ გვერდზე მდებარე კვადრატთა ფართობების ჯამს. (a2+b2=c2).

პითაგორას თეორემა საფუძვლად უდევს ბევრ გეომეტრიულ გამოთვლას. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში მისი საშუალებით ანგარიშობენ ტოლფერდა სამკუთხედის სიმაღლეს მისი ფუძისა და გვერდის მიხედვით; წრის დიამეტრისა და ქორდის სიგრძის მიხედვით - სეგმენტის სხივს; სხვადასხვა წესიერი მრავალკუთხედების ელემენტებს შორის კავშირს; ამ თეორემის მიხედვით მტკიცდება მისი განზოგადებაც, რაც მახვილი ან ბლაგვი კუთხის პირდაპირ მდებარე გვერდის სიგრძის განსაზღვრის საშუალებას იძლევა: c2=a2+b2-2ab cos C.

პითაგორას თეორემაზე დაყრდნობით გამოდის ე.წ. ჰერონის ფორმულა - სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა მისი გვერდების სიგრძეების მიხედვით. ცხადია, ამ თეორემას იყენებენ პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისთვისაც.

პითაგორას თეორემის თანამედროვე დამტკიცება:

მრავალი წლის შემდეგ პითაგორას თეორემა გახდა მათემატიკის სასწავლო კურსის ნაწილი. იგი ისწავლებოდა XIII საუკუნეში ევროპის თითქმის ყველა სასწავლებელში. მაგ. რუსეთში მას ასწავლიდნენ პეტრე I - ის მიერ დაარსებულ მათემატიკისა და ნავიგაციის სკოლაში. ამ თეორემას მრავალი წლის განმავლობაში ემატებოდა ახალ-ახალი დამტკიცებები: აინშტაინის, ტემპელგოფის , გოფმანის, ნასირ-ედ-დინ-ტუსის, ბჰასკარის და სხვების მიერ.

პითაგორას თეორემა დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას და ალბათ, მის მრავალრიცხოვან დამტკიცებებს კიდევ ბევრი ორიგინალური დამტკიცებაც დაემატება. პითაგორელების სიმბოლოა წესიერი ხუთკუთხედი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04