2019-04-17
615
0
0


საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, მეტად მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.

მართალია, ატმოსფერული ჰაერი გამოულევადი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო ცვლილებებს იწვვს. დიდ ქალაქებში ჰაერს ძირითდად სმოგი აბინძურებს.

სპეციალისტების გაანგარიშებით ქალაქ თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3% ავტოტრანსპორტზე მოდის. ქალაქ ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს, ქალაქ რუსთავიდან კი ატმოსფეროში საშუალოდ 168700 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


რა არის ჰაერის დაბინძურება?

ჰაერის დაბინძურება ხდება მაშინ, როდესაც მტვრის ნაწილაკები, ორთქლი (ან კვამლი) შედის ატმოსფეროში ისეთი სახით, რომ შემდგომში ხდება ადამიანის, ცხოველების და მცენარეებისთვის საზიანო.

ნებისმიერი სხვა დამატებითი აირი ან ნაწილაკი, რაც წარმოდგენილია ჰაერში, რათა შეცვალოს ბუნებრივი ბალანსი ავნოს ცოცხალ არსებებს, არის ჰაერის დაბინძურება.

ის რაც აბინძურებს ჰაერს, არის დამაბინძურებელი. დამაბინძურებლები მოიცავს: აზოტის ოქსიდებს, ნახშირბადის მონოოქსიდებს, ნახშირწყალბადებს, გოგირდის ოქსიდებს (ქარხნებიდან), ქვიშის ან მტვერის ნაწილაკებისა და ორგანულ ნაერთებს, რომელთაც შეუძლიათ აორთქლება ატმოსფეროში შეღწევა.


არსებობს ორი ტიპის დამაბინძურებელი:

პირველადი დამაბინძურებლები არის ის აირები და ნაწილაკები, რომლებიც იტუმბება ჰაერში. ის აირები, რომლებიც მიიღება ნახშირის წვის შედეგად.

მეორადი დამაბინძურებლები: როდესაც ჰაერში არსებული დამაბინძურებლები შედის ქიმიურ რეაქციებში, ისინი ქმნიან უფრო სახიფათო ქიმიკატებს.


ჰაერის დაბინძურების სტატისტიკური კვლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ე.წ. კორექტირებული კვლევა, რომელიც გვახარებს, რომ ძალიან კარგია, სამწუხაროდ, ასახავს საგანგაშო ტენდენციას იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში ჰაერით გამოწვეული ავადობების მხრივ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა სადაც 101 ადამიანზეა ლაპარაკი წელიწადში.

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ტბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ავტოტრანსპორტი, შემდეგ მშენებლობები და რეგიონებში არსებული საწარმოო-ინდუსტრიული ზონები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70=ე ადგილზეა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოს რეგიონებში სახიფათოდ მაღალია. კვლევით დადგინდ, რომ 10=დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, ყოველწლიურად კი თითქმის 7 მილიონამდე ადამიანი იუპება მყარი ნაწილაკებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვის გამო.


პრობლემის გადაჭრის გზა

ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ერთ-ერთი გზა არის ხეების ხშირი დარგვა და ტყეების ჭრის აკრძალვა. ესარის ერთ-ერთი ეფექტური გზა დიდ პრობლემასთან საბრძოლველად.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2022-04

2019-05

2019-04