



სილამაზე და მათემატიკა
„ოქროს კვეთა" - ჩემი შთაბეჭდილება
ადრე ვფიქრობდი, რომ მათემატიკა ნამდვილად საინტერესო მეცნიერება იყო, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავად სილამაზესაც ექნებოდა ფორულა. ოქროს პროპორციამ, იგივე ოქროს კვეთამ დიდი დიდი ინტერესი გააღვივა ჩემში. ეს იმდენად შთამბეჭდავია რომ დაჯერებაც კი შეუძლებელია.
როგორც კი ოქროს კვეთაზე გავიგე დიდი ინფორმაცია, მაშინვე გავზომე ჩემი სიმაღლე პროპორციულობის დასადგენად: ჭიპიდან იატაკამდე მანძილი შევაფარდე ჩემს სიმაღლეს, შემდეგ კი ჭიპიდან თავამდე მანძილი შევაფარდე ჭიპიდან იატაკამდე მანძილს. მივიღე შედეგი: 0,618, როგორც ჩანს პროპორციული ვარ.
გავიგე რომ ოქროს კვეთის სისტემითაა აგებული პირამიდები, ასევე მზესუმზირის მარცვლების განლაგება სპირალისებურად. როგორც ჩანს, ლეონარდო და ვინჩიმ ბევრ თავის ნაშრომში გამოიყენა ოქროს პროპორცია. ეს ამტკიცებს იმას რომ ოქროს კვეთას ძველი დროიდან იყენებდნენ და ეს არაა ახალი აღმოჩენა.
განსაკუთრებით საინტერესოა ოქროს კვეთა მუსიკაში. მი / დო - ზე უდრის 0.618. ეს ხომ საოცარია.
ჩემი აზრით ოქროს კვეთა ჯერაც არაა სრულად შესწავლილი. შეიძლება მას პლანეტაზე იმაზე დიდი ადგილი ეკავოს ვიდრე ჩვენ გვგონია.
ავტორი: ლუკა ლომიძე
წყარო
ინტერნეტი
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
სახელი: დაჩი
დრო: 2021-01-12
კომენტარი: რა საინტერესოააა