2018-05-05
948
0
0


ოქროსკვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) — ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს.

70-90 წლების ბიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცოცხალი ბუნება გამოირჩევა სიმეტრიისა და ოქროს კვეთის პროპორციათა განსაკუთრებული სიუხვით. დაწყებული ვირუსებითა და მცენარეებით ის თვალნათლივ შესამჩნევია და იკითხება:

  1. ხეში;
  2. ყვავილში;
  3. გირჩში;
  4. ფოთლის ფორმაში;
  5. ლოკოკინის სპირალში;
  6. კვერცხში;
  7. თოვლის ფიფქში;
  8. ბუნებრივ მოვლენებში, როგორებიცაა: ტორნადო და ქარბორბალა და სხვა.

დადგენილ იქნა, რომ ფიბონაჩის რიცხვები ახასიათებს მრავალი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ აღნაგობას. მაგალითად, ტოტზე ფოთლების ხრახნისებრი განლაგება ქმნის ფიბონაჩის რიცხვების შესაბამის მიმდევრობას.

ოქროს სპირალებია მცენარეებშიც გამოყენებული.

მზესუმზირის ყვავილის თესლი ერთმანეთის მოპირდაპირე სპირალებშია მოთავსებული. ამ სპირალების დიამეტრთა შეფარდებაც 1.618 an 0.618

საგულისხმოა, ბროკოლის მაგალითიც. თითოეული პატარა ყვავილი იდენტურია მთელის რაც ფიბონაჩის მიმდევრობაზეა დამყარებული.

"ოქროს კვეთაა" ხვლიკის ზომებსა და კვერცხის ზომებშიც დაცული.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2022-04

2019-05

2019-04