2018-05-04
860
0
0


მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს,ცოცხალ არსებებს, გამოარჩევენ ფერით,ფორმით. ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის და სიმეტრიის ჩანაცვლების საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.

ოქროს კვეთა კი, სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა ოქროს კვეთა - ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ ნაწილად,როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს.

ოქროს კვეთა მათემატიკაში:

პროპორციას უწოდებენ ორი შეფარდების ტოლობას a:b=c:d; AB მონაკვეთი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ შემდეგნაირად: ორ ტოლ ნაწილად AB:AC=AB:BC; ორ არატოლ ნაწილად AB:AC=AC:BC სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოქროს კვეთას. ამრიგად ოქროს კვეთა არის მთელის გაყოფა ორ, ერთმანეთის არატოლ ნაწილად, როდესაც დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი დიდს. გეომეტრიაში ოქროს კვეთას საშვალო და კიდურა შეფარდებით გაყოფასაც უწოდებენ. a:b=b:c ან c:b=b:a, ოქროს კვეთის გაცნობას იწყებენ მონაკვეთის ოქროს პროპორციით, გაყოფით, ფარგლის და სახაზავის გამოყენებით. მონაკვეთის ერთ-ერთ ბოლოზე მაგალითად B წერტილზე აღვმართოთ მისი მართობი BC, რომელიც AB-ს ნახევარს უდრის. შევაერთოთ A და C წერტილები. მივიღებთ ABC მართკუთხა სამკუთხედს. მის AC ჰიპოტენუზაზე BC ტოლი CD მონაკვეთი მოვზომოთ, ახლა AB-ზე მოვზომოთ AD-ს ტოლი AE მონაკვეთი.

ტერმინი ოქროს კვეთა შემოიღო ლეონარდო და ვინჩიმ. მან შენიშნა, რომ ამ პროპორციის დროს სისტემის ელემენტები ქმნიან ყველაზე უფრო სრულყოფილ ფორმებს და აღწევენ უმაღლეს ჰარმონიას ფერწერის, არქიტექტურის შედევრებში. მატერიალური კულტურის სხვა ობიექტებში. მანვე უწოდა ამ პროფორციას ოქროს კვეთა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოქროს კვეთის პროპორცია მუშაობს ბუნების და საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში და ამიტომ იგი ბუნებისა და საზოგადოების ობიექტურ კანონზომიერებას წარმოადგენს. იგი თავს იჩენს წარმატებული ფირმების ეკონომიკურ მაჩვენებელში,სოცოალურ სფეროში, საკადრო სტრუქტურასი და ა.შ. ოქროს კვეთის საფუძველზე აქვს ლეონარდოს შექმნილი მონა ლიზა (ჯოკონდა).

ოქროს კვეთა ხელოვნებაში

ძველი ეგვიპტლები იყვნენ პირველები,რომლებმაც მათემატიკა გამოიყენეს ხელოვნებაში. ისინი მონაკვეთების შეფარდებებში მაგიურსა და ზებუნებრივს ეძებდნენ და იყენნებდნენ მას პირამიდების აგების დროს. ბერძენი გეომეტრი იყო პირველი რომელიც განსაკუთრებით დაინტრესდა ოქროს კვეთით. პართენონის ტაძარი, იყო საუკთესო მაგალითი ხელოვნებაში მათემატიკური პროპორციის გამოყენებისათვის.

ოქროს კვეთა კი სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა, საერთოდ,ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა ფორმულაა. კაცობრიობისთვის იგი ცნობილია უძვლესი დროიდან.

უდიდესი მეცნიერი პითაგორა ოქროს კვეთის გამოვლინებებს, ცნებებს მოიპოოვებდა ძველი ეგვიპტლებისა და ბაბილონელების ნამოქმედარ-ნააზრევში, ევკლიდე იყენებდა მას თავისი სახელგანთქმული გეომეტრიის შექმნის დროს. თვალნათლივ ჩანს ოქროს კვეთა ფიდიასის უკვდავ სკულპტურებში, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი გვაუწყებდა, რომ სამყარო მოწყობილია ოქროს კვეთის პროპორციით.

ოქროს სპირალს საზრვარი არ აქვს და იშლება უსასრულოდ. სპირალის ნებისმიერ წერტილში მისი რკალის სიგრძის ფარდობა დიამეტრთან ტოლია 1,618-ის. ამ სპირალის კანონით მრავლდებიან ბაქტერიები, ახვევს თავის ბუდეს ობობა და ა.შ.

ოქროს კვეთის მაგალითია აპოლონის ქანდაკება. მისი ძირითადი ნაწილები დაყოფილია ოქროსკვეთის მიხედვით.

არაფერია უფრო საამო სანახავი,ვიდრე ის, რომ სილამაზე ყვავილობს ქალში, ყვავილში, ქვაში და რასაკვირველია მათემატიკაში. ამ ყველაფერის შემდეგ, აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მათემატიკა, მართლაც სამყაროს მშვენიერების პირველსახეა.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04