



მათემატიკას იმაზე მეტი კავშირი აქვს ყველაფერთან ვიდრე წარმოგვიდგენია. თვით სილამაზეც შეიძლება მათემატიკურ ფორმულამდე დავიდეს.
რა რის სილამაზე?
როგორ გამოვიანგარიშოთ ის?
მეცნიერთა ენაზე ამას ოქროს პროპორცია ჰქვია, რაც ნიშნავს ერთი მთლიანობის გაყოფას, ისეთ არატოლ ნაწილად როდესაც დიდი ისე შეეფარდება მთლიანს, როგორც მცირე დიდს. AC:AB=CB:AC რიცხვი რასაც გაყოფით ვიღებთ ყოველთვის უდრის 0,618-ს.
ეს მიმდევრობა ანტიკურ ქვეყანაში ჩამოყალიბდა და გაღვივდა ინტერესი მეცამეტე საუკუნეში, როდესაც იტალიელმა მათემატიკოსმა ფიბონაჩემ გამოსცა წიგნი რიცხვების შესახებ, სადაც ასეთ მიმდევრობას გვთავაზობს: 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34 და ასე უსასრულობამდე.
13/8 = 1,618
8/ = 0,618
ყოველი რიცხვი მის წინ მდებარე ორი რიცხვის ჯამის ტოლია, ხოლო ყოველი რიცხვის ფარდობა მის წინა რიცხვთან დიდი მიახლოებით 1,618-ის ან პირიქით წინა რიცხვის შეფარდება მომდევნოსთან 0,618-ის ტოლია.
ამ პროპორციას დიდი მნიშვნელობა რომ აქვს ეს კარგად ჩანს ადამიანის აგებულებაში, გაზომეთ მანძილი ჭიპიდან იატაკამდე მიღებული რიცხვი თქვენს სიმაღლეზე გაყავით და თუ მიღებული რიცხვი დაახლოებით მაინც ტოლია 0,618-ის ესე იგი თქვენი პროპორცია იდეალურია.
ოქროს კვეთის პროპორცია ასევე სასიამოვნოა თვალისთვის და დიდ ჰარმონიულობას ქმნის. ადამიანი ხან ნებით ხან უნებლიედ იყენებს მას და დიდ მსოფლიო შედევრებს ქმნის.
თავად ტერმინი ოქროს კვეთა ლეონარდო და ვინჩიმ შემოიღო და დაასკვნა რომ ადამიანის სხეულის ნაწილები ამ პრინციპით უკავშირდება ერთმანეთს. ოკროს კვეთა გამოყენებულია ვეფხისტყაოსანშიც, ეს დასტუდება იმით რომ პოემის 1662 სტროფიდან 863 ამ პრინციპითაა დაწერილი.
ჩვენს ყოველდღიურობაშიც ხშირად ვხედავთ ოქროს პრინციპით დმზადებულ აიფონებს, აიპედებს, საბანკო ბარათს და სხვა.
ოქროს პროპორცია როგორც ბუნების კანონზომიერება ჩვენს ურთიერთობებშიც ვლინდება. ყოველთვის ვცდილობთ ურთიერთობაში მოვძებნოთ ის იდეალური ზღვარი რასაც ოქროს შუალედს ვუწოდებთ.
წყარო
ინტერნეტი
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები