2018-04-22
1110
1
0


წილადი რიცხვების წარმოშობა დაკავშირებულია ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობასთნ. საგნების თვლასთან ერთად ადამიანებს უხსოვარი დროიდან უხდებოდათ სხვადასხვა სიდიდის (სიგრძე, მასა, დრო და ა.შ.) გაზომვა. ნატურალური რიცხვით გაზომვის შედეგის გამოსახვა ზოგჯერ შეუძლებელი იყო, ამასთან უნდა გაეთვალისწინებინათ ერთეულის ნაწილიც. ასე წარმოიშვა წილადები. თავდაპირველად ეს იყო კონკრეტული ნაწილები. კონკრეტული წილადებიდან განყენებულ წილადებზე გადასვლას ძალზე დიდი დრო დასჭირდა.

ძველი რომაელები მასის და ფულის საზომ თავიანთ ერთეულს, რომელსაც ასი ეწოდებოდა, 12 ნაწილად ყოფდნენ და თითოეულ ნაწილს უნციას ეძახდნენ. შემდგომში უნციას ისინი ნებისმიერი სიდიდის საზომად იყენებდნენ. ასე წარმოიშვა რომაული თორმეტობითი წილადები, ე. ი. ის წილადები, რომელთა მნიშვნელი 12 იყო.  1/12  რომაელისათვის იყო „ერთი უნცია“. 5/12 – „ხუთი უნცია“ და ა. შ. სამ უნციას მეოთხედი ეწოდებოდა, ოთხ უნციას - მესამედი, ხოლო ექვს უნციას - ნახევარი.

პირველი წილადი, რომელსაც კაცობრიობა გაეცნო, ალბათ, ნახევარი იყო. შემდგომი დროისაა: 1/3, 1/4 , 1/6, 1/8, 1/16 და ა.შ. ესენი ერთეულადი წილადებია. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის შუასაუკუნეებში შუმერებს ჰქონდათ წილადები 1/2 ,  იყენებდნენ წილადებსაც 1/3, 2/3, 1/4. პარალელურად ჯერ შუმერებთან, შემდეგ ბაბილონში განვითარდა სამოცობითი წილადები. ეს არის მსოფლიოში პირველი სისტემატური წილადები. ე. ი. წილადები. წილადების კვალია თანამედროვე საათის დაყოფა 60 წუთად და წუთისა 60 წამად, აგრეთვე, კუთხის საზომი ერთეულების ანალოგიური დაყოფა). სისტემატური წილადების მეორე მაგალითია თანამედროვე ათწილადები. ასეთ წილადებს ვხვდებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წლის წინათაც ეგვიპტურ პაპირუსებში (ჰამესის პაპირუსი). იმდროინდელი ეგვიპტელი მათემატიკოსები ერთეულად წილადებს   2/3-სა და 3/4 - ს, რომელთაც  სპეციალური სახელწოდებით და სიმბოლოებით  აღნიშნავდნენ.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

ინტერნეტი

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 4

არქივი

2022-04

2019-05

2019-04