



ამოცანა
ქართლში ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა მურვან ყრუ. "შემუსრნა ყოველი ქალაქი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა". მურვან ყრუს შემოსევის თარიღი სამნიშნა რიცხვია, რომლის ციფრთა ჯამი ტოლია 15-ის.
იპოვეთ მურვან ყრუს შემოსევის თარიღი, თუ ამ რიცხვის პირველი ციფრი 2 1/3 ჯერ მეტია მის მომდევნო ციფრზე და პირველი ორი ცუფრის საშუალო არითმეტიკული უდრის მესამე ციფრს
ამოხსნა
ვთქვათ, მურვან ყრუს შემოსევის თარიღის გამომსახველი სამნიშნა რიცხვის ციფრებია x, y და z; ამოცანის პირობის თანახმად ციფრთა ჯამი 15 - ია:
x+y+z=15პირველი ციფრი 2 1/3 - ჯერ მეტია მეორე ციფრზე ესე იგი:
x = 2 Y/3
და პირველი ორი ციფრის საშუალო არითმეტიკული უდრის მესამე ციფრს.
(x+y)/2 = z ჩავსვათ x:
z = (2 y/3+y)/2
z = (3 y/3):2
z = 5Y/3
z=1 2Y/3
ჩასვით x და z პირველი ფორმულაში:
2 Y/3+Y+1 2Y/3 = 15
5Y = 15
Y = 3
x = (2 1/3).3 = (7/3).3 = 7
z = (1 2/3).3 = (5/3).3 = 5
საძიებელი თარიღია: 735
პასუხი: მურვან ყრუს შემოსევის თარიღია 735 წელი.
წყარო
გურამ ჩაჩანიძე-"ალგებრა და საქარტველოს მატიანე"
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები