990
0
0
სურათზე მითითებული ზომების მიხედვით ვიპოვოთ ხის სიმაღლე.სურათის მიხედვით გავქვს tg71,5°=x/5;
აქედან, x=5×tg71, 5°=5×2,98868=14,9 (მ)
ხის წვერომდე AB მანძილს cos71,5°=5/AB
დამოკიდებულებიდან ვიპოვით.
გამოიყენეთ კალკულატორი, ან სახელმძღვანელოში მოცემული სათანადო ცხრილი და იპოვეთ AB (მიახლოვებით).
ამოცანაში მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი მახვილი კუთხისა და კათეტის საშუალებით ვიპოვეთ მეორე კათეტი და ჰიპოტენუზა.
საჭირო ფორმულები:
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზაიპოტენუზა
Sina=მოპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Tga=მოპირდაპირე/მიმდებარე
ვთქვათ, მდინარის ნაპირიდან 20 მეტრის მანძილზე - A წერტილში ვიმყოფებით და ვმოძრაობთ მდინარისკენ - ნაპირის B წერტილისკენ, AB=40მ. იპოვეთ კუთხე ჩვენი მოძრაობის მიმართულებისა და მდინარის ნაპირს შორის (a კუთხე).სურათის მიხედვით მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდი ვიცით, ვპოულობთ კუთხეს.
sina=20/40=1/2, a=30°
საჭირო ფორმულები:
Sina=მოპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Tga=sina/cosa
12 მეტრიანი MN ანძის NK ჩრდილის სიგრძე 9 მეტრია. ვიპოვოთ კუთხე KM ნახევარწრფისა (KM სხივს) და ჰორიზონტს (KN-ს) შორის.ცხადია, Tga=12/9=4/3
კალკულატორის გამოყენებით, a=53,13°(მიახლოებით). აქ სამკუთხედის ორი გვერდით ერთ-ერთი მახვილი კუთხე ვიპოვეთ
საჭირო ფორმულები:
Sina=მოპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Tga=მიმდებარე/მოპირდაპირე
ცნობილია შუქურის H სიმაღლეზღვის დონიდან და ზღვაძე მოძრავი გემის მიმართულებით გაშვებული სინათლის სხივის დახრის a კუთხე (ამ კუთხის გასაზომი სპეციალური ხელსაწყოები არსებობს). ამ მონაცემებით განვსაზღვრავთ გემამდე c მქნძილს:C=H/sina
საჭირო ფორმულებია:
Sina=მოპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Tga=sina/cosa
ვთქვათ ვამზადებთ კარავს, რომლის ფუძის გვერდებია a მ და b მ, სახურავის დახრის კუთხეა a. რამდენი კვადრატული მეტრი ქსოვილი დაგვჭირდება კარვის სახურავისთვის? სახურავის გვერდის სიგრძე b მეტრია, x სიგანეს განვსაზღვრავთ
(a/2)/x=cosa დამოკიდებულებიდან. x=a/2cosa (მ). სულ კარვის სახურავს დასჭირდება ab/cosa კვადრატული მეტრი ქსოვილი.საჭირო ფორმულები:
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Sina=მოპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Tga=sina/cosa
რაიმე მაღალი ობიექტის სიმაღლის გასაგებად კუთხის საზომი სპეციალური ხელსაწყოთი ზომავენ ობიექტის „ხედვის" a მანძილს ობიექტამდე იმ ადგილიდან, საიდანაც კუთხის გაზომვა ხდება. ეს ადგილი ობიექტის ფუძის დონეზე შეირჩევა.ობიექტის სიმაღლე განისაზღვრება x:a=tga ფამოკიდებულებიდან - x=atga.
საჭირო ფორმულები:
Sina=მოპირდაპირე/ ჰიპოტენუზა
Cosa= მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Tga=sina/tga
გარკვეულ ადგილას მდინარეე გასადები AC ხიდის სიგრძის დასადგენად ერთ-ერთ ნაპირზე განათავსებენ ე.წ. ბაზისს - a სიგრძის AB “მონაკვეთს". ბაზისის ერთ-ერთი A ბოლოდან მეორე ნაპირზე AB-სადმი მართობული მიმართულებით რაიმე C ობიექტს მონიშნავენ (სურათზე ხეა შერჩეული), მეორე B ბოლოდან ზომავენ b კუთხეს ბაზისსა და BC-ს შორის.ხიდის სიგრძის დადგენა შეიძლება x:a=tgb დამოკიდებულებიდან - x=atgb.
საჭირო ფორმულები:
Sina=მიპირდაპირე/ჰიპოტენუზა
Cosa=მიმდებარე/ჰიპოტენუზა
Tga=sina/cosa
წყარო
სახელმძღვანელო
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები



