2019-04-21
696
9
1

ანიმაცია



ქალაქი პითალესის ორ ბოლოში ცხოვრობდნენ α და β. ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს.

პითალესში დადიოდა ხმა ამოუცნობ ნიშან + - ზე. მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა მისი ნამდვილი ძალა და დანიშნულება.

ერთხელ, ქალაქის ცენტრში, α და β მოულოდნელად გადაეყარნენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს, ორივე ნიშანს სინათლის სხივი დაეცათ და მათ შორის გაჩნდა ლეგენდალური და ოქროსფერი + - ი.

+ - მა α და β დააკავშირა და წარმოიშვა α + β, სამივე ნიშანი გაბედნიერდა, თუმცა რაღაც არ აძლევდათ მოსვენებას, სურვილი, ამბიცია, რომ თავიანთნაირზე შეუღლებულიყვნენ, ამიტომაც α + β - მ გასწია ქალაქის ჯურღმულისკენ.

ქალაქის ჯურღმული, მთელს პითალესში ყველაზე ბნელი და ღრმა ადგილი, სადაც მარტოსული ნიშნები თავიანთი სწორის პოვნას ცდილობნენ. ჯურღმულში ჩასვლისთანავე α + β - მ შეამჩნია ორი ფრჩხილი, დაღონებულები და ერთმანეთს ხელგაადახვეულები. α + β - მ დაუძახა მათ, ფრჩხილებს სახე გაუბრწყინდათ და სიამოვნებით შეუერთდნენ გუნდს, შეიქმნა (α + β). ახლა კი, ერთაერთი რამ, რაც ამ გუნდს სჭირდებოდა იყო კვადრატი, პატარა არსება რომელიც ნებისმიერ განტოლებას თუ გამოსახულებას თავის თავზე ამრავლებდა.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ, (α + β) - მ შეამჩნია ციცქნა 2 - იანი, რომელსაც გარს ეკრა ნაცრისფერი ღრუბელი, ღრუბელი იყო სიცარიელე, რომლის შევსებასაც კვადრატი ცდილობდა.

(α + β) მიუახლოვდა კვადრატს. პატარა 2 - იანმა გუნდი შეამჩნია და აღტაცებით შეუერთდა, ასე გაჩნდა (α + β)2.

დიდი ხნის განმავლობაში (α + β)2 შეხმატკბილებულად მოქმედებდა, თუმცა კვადრატმა განცალკევება მოინდომა, (α + β) - მ ეს არ დაუშვა და კვადრატი დაშალა, გამოვიდა (α + β) (α + β) , შემდეგ უკვე ო>თხივე ფრჩილს გაუჩნდა იგივე ამბიცია, მაგრამ α + β . α + β -მ ფრჩხილებიც დაშალა და შეიქმნა α2 + α β + α β + β2 , α β და α β დაქორწინდნენ და მათ ერთობლიობას 2αβ ეწოდა, ხოლო α2 და β2 ერთმანეთისგან მოშორებით დადგნენ, თუ ადრე ქალაქის ბოლოებში ცხოვრობდნენ, ახლა იგივენაირად ყოფნა გამოსახულებაში მოინდომეს, ამიტომაც წევრები ჩამოყალიბდნენ, როგორც: α2 +2α β + β2.

არც ისე გვიან, გუნდის 3 - ვე წევრმა მოინდომა განშორება, ორივე + - ის დაშლა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ერთადერთი რამ, რაც + - ზე არავინ არ იცოდა, იყო ის, რომ ეს ნიშანი ხშირ შემთხვევაში მუდმივია, სწორედ ამიტომ α2 + 2α β + β2 სამუდამოდ ასეთი დარჩა, თუმცა ცხოვრებას იმით იხალისებს, რომ ფორმის შეცვლა შეუძლია, ან α2 + 2α β + β2 იქნება, ან (α + β)2.

დაწვრილებით პროექტის შესახებ

წყარო

მოიწონეთ გვერდი

დამატებული კომენტარები

სახელი: 44

დრო: 2020-02-12

კომენტარი: ძალიან კარგი ახსნაა

კომენტარის დამატება

არ ვარ რობოტი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 92

კომენტარი სულ: 27

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2022-04

2019-05

2019-04